|
2016-06-30 19:12:34, 670 ნახვა
საზოგადოება
საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ქვეყნებს შორის - პირველ კალათაში გადაინაცვლა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებული ღონისძიებებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი. საქართველომ 1-ლ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ადგილს იკავებს ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა. აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ქმედებები. აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და პოზიტიურად ხაზგასმულია ტრეფიკიორების მიმართ მკაცრი სასჯელების გამოყენების პრაქტიკა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკანონმდებლო ბაზის განვითარებას, კერძოდ, მიგრაციის შესახებ კანონის მიღებას, მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიისა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებსაც მოიცავს. შთამბეჭდავი წარმატებაა აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაში. ანგარიშში ხაზგასმულია წინა წლებთან შედარებით დაწყებული გამოძიებების გაზრდილი მაჩვენებელი, რაც მოწმობს შემთხვევების გამოვლენის და პროაქტიული გამოძიებების გაძლიერებას. ასევე, ხაზგასმულია ტრეფიკინგის მომიჯნავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების რიცხვის მატება, კერძოდ, მუხლი 171, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვნის ჩაბმას ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, ასევე, პროსტიტუციის იძულება და ხელშეწყობასთან დაკავშირებული მუხლები. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ყურადღება გამახვილებულია პოლიციური თანამშრომლობაზე, რომლის გაფართოების ფარგლებშიც, მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, გაიზარდა პოლიციის ატაშეების რიცხვი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროგრესი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები. აღნიშნული შეფასება პოზიტიურად აისახება საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამერიკის შეერთებული შტატების შეფასება და პირველ კალათაში საქართველოს მოხვედრა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროცესის წარმატებას. საქართველოს 2013 წლიდან 2016 წლამდე ადგილს იკავებდა მეორე კალათში. განხორცილებული რეფორმების და შესრულებული რეკომენდაციების შედეგად, 2015 წელს ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)