|
2016-06-30 17:05:18, 1429 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია
თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ეთნიკურად ჩეჩენი აჰმედ ჩატაევია. ამის შესახებ ინფორამციას Reuters-ი ავრცელებს. აჰმედ ჩატაევი წარმოშობით ჩეჩენია და ის გაერო-ს ტერორისტთა სიაშია შეყვანილი. ამასთამ, ჩატაევი რუსეთის ფედერაციის მიერ იძებნება. რუსეთის გამოძიების ინფორმაციით, ის ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელწმიფოს” რიგებში ახალი მებრძოლების გაწევრიანებით არის დაკავებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩატაევი სირიაში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების რაზმს ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 128 ადამიანი, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)