|
2016-06-30 16:43:15, 931 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად OECD-ის დელეგაციას შეხვდა
„ძალიან ფართოა იმ პროექტების ჩამონათვალი, სადაც OECD გვეხმარება - დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიიდან, საბაჟოს რეფორმებით დამთავრებული“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში OECD-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროექტი, რომელშიც OECD არის ჩართული. ძალიან ფართოა იმ პროექტების ჩამონათვალი, სადაც OECD გვეხმარება დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიიდან, დამთავრებული საბაჟოს რეფორმებით. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც აღინიშნა კიდეც შეხვედრაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს OECD-ის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის დახმარებაში. ეს არის ძალიან მაღალი დონის ვიზიტი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესზე, განათლებაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, მწვანე ეკონომიკაზე, საბაჟოსა და ვაჭრობის მხარდაჭერაზე. „პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ უნდა გაკეთდეს კომპლექსური შეფასება, თუ სად იმყოფება დღეს ქვეყანა იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ, რა ქმედებებია განსახორცილებელი, რათა ძალიან სწრაფად, ნაკლები დანაკარგებით და მეტი სარგებლით მივიდეთ OECD-ის ქვეყნების დონემდე“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)