08:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 16:08:15, 949 ნახვა

ეკონომიკა
პრეზიდენტის მრჩეველს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციამ სექტორის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის დირექტორს და გამგეობის წევრებს შეხვდა.

მაია მელიქიძე იმ პრობლემებს გაეცნო, რომელიც სექტორის წინაშე დგას და რომელსაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველდღიურ მუშაობაში აწყდებიან.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მიკროსაფინანსო სექტორი სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი ძირითადი დამკრედიტებელია და მეტწილად განაპირობებს აღნიშნული, უმნიშვნელოვანესი სექტორის განვითარებას, მით უფრო, რომ დასაქმებულთა 50 პროცენტზე მეტი სოფლის მეუნეობაზე მოდის, თავად მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია.

„იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სექტორის სტაბილურობა, გავეცანით იმ პრობლემატიკას, რომელიც მათ წინაშე დგას და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სიღრმისეულად შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც მათ აწუხებთ, რათა დროულად მოხერხდეს პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეხვედრისას საუბარი  შეეხო ასევე, მიკროსაფინანსო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების აუცილებლობასაც.

მაია მელიქიძის განცხადებით,  დარგობრივ ასოციაციებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics