07:13 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 19:44:09, 1456 ნახვა

მსოფლიო
პატრიარქი თურქეთის პრეზიდენტს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილს უგზავნის.

პატრიარქი თურქეთის პრეზიდენტს თანაგრძნობს უცხადებს ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო.

"თქვენო აღმატებულებავ,

მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.

სამწუხაროა, რომ ასეთი საშიშროება ყველას წინაშე დგას და სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ აღიკვეთოს ჩვენი დროის ეს უმძიმესი გამოწვევა.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

პატივისცემით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - აღნიშნავს პატრიარქი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics