|
2016-06-29 18:02:56, 854 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი ბრიტანელ სამხედროს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 160-ე ბრიგადის მეთაურს, მარტინ გემბლს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს უელსში გამართულ „ქვეით საველე სასროლო ბანაკის“ სწავლებაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხზე. აღნიშნული სწავლება, სწორედ, უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის ორგანიზებით ჩატარდა. ბრიგადის მეთაურმა წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ მსგავს სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო, მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ბრიტანელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე დაგეგმილ სწავლებებში მონაწილეობის საკითხიც განიხილეს. „ბრიტანელი სტუმრების ჩამოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა, ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ეხება როგორც ნატოს შემადგენლობაში ბრიტანელებთან ჩვენს თანამშრომლობას, ასევე მათთან ორმხრივ თანამშრომლობას. ჩვენი სამხედროები მუდმივად მონაწილეობენ ე.წ. მზვერავთა შეჯიბრებაში, რომელიც ტარდება უელსში, ბრიტანეთში. ჩვენი სტუმრები სხვადასხვა დანაყოფს წარმოადგენენ, ერთ-ერთი არის სარეზერვო დანაყოფი. მათი გამოცდილება მნიშვნელოვანია და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა დღეს, როდესაც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. შეხვედრის შემდეგ სტუმრები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე კონფერენციას დაესწრნენ, რომელზეც, სწორედ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია განიხილება.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)