16:43 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 12:04:35, 653 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: სამწუხაროა, რომ ტერორიზმი კვლავ ტოვებს ძალიან მტკივნეულ კვალს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაზე

 საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოხატავს.

„დღეს ძალიან მძიმე და ტრაგიკული წუთებია თურქი ხალხისა და თურქეთის ხელისუფლებისთვის. მინდა ჩემი გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატო სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ტერორიზმი, როგორც გლობალური სენი, ჩვენი, ყველას ერთობლივი და დაუღალავი შრომის მიუხედავად, კვლავ ტოვებს თავის ძალიან მტკივნეულ და გაუმართლებელ კვალს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაზე. ეს ძალადობა უნდა შევაჩეროთ ერთობლივი ძალისხმევით, ამ სისასტიკეს ერთიანობით უნდა გაეცეს პასუხი უდანაშაულო მსხვერპლის სახელით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სიმტკიცეს ვუსურვებ ამ მძიმე წუთებში“, - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics