|
2016-06-28 15:24:19, 606 ნახვა
პოლიტიკა
„დელტას“ ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებაში თინა ხიდაშელის „პირად დაინტერესებაზე“ და „მოკვლევის მიკერძოებულობაზე“ საუბრობს
სსსტც „დელტას“ ყოფილი გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ძოძუაშვილი აცხადებს, თავდაცვის მინისტრის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოხდა, ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს იყო მოკლებული, დარღვევებით განხორციელდა და მინისტრის სუბიექტურ აზრს ეყრდნობოდა. „დელტას“ ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებაში თავდაცვის მინისტრის პირად დაინტერესებაზე და მოკვლევის მიკერძოებულობაზე საუბრობს. “ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე საჭიროდ მიმაჩნია ჩავაყენო საზოგადოება საქმის კურსში თავდაცვის სამინისტროსა და სსსტც "დელტას" შორის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავდაცვის მინისტრის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც მოხდა ჩემი „დელტას" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს იყო მოკლებული, განხორციელდა დარღვევებით და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს. ეს ბრძანება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს თანადგომით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისი არამართლზომიერება სასამართლოს გზით იქნება დამტკიცებული. ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, პროექტი და საერთაშორისო მოლაპარაკება რომლებზეც ეროვნული სამხედრო სამეცნიერო სამრეწველო კომპლექს "დელტა"-ს გუნდი მუშაობდა ბოლო წლების მანძილზე. ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემზე, არემედ სრულად იმ გუნდზე რომელმაც ამ წარმატებებს მიაღწია, რომელმაც უზომო სამუშაო გასწია დღევანდელი შედეგებისათვის და ჯილდოდ მინისტრისგან საჯარო გაკიცხვა და მიკერძოებული სამსახურეობრივი მოკვლევები მიიღო. დღეს დელტა წარმატებული ორგანიზაციაა, რომლის მიმდინარე ხელშეკრულებები $54 მლნ აჭარბებს, ხოლო საბოლოო მოლაპარაკებებისა და გაფორმების ეტაპზე ხელშეკრულებები $153 მლნ ზე მეტია, ეს ციფრი მრავალჯერ აჭარბებს დელტას მიმდინარე ბიუჯეტს და თავდაცვის ბიუჯეტის 75% ზე მეტია. მიუხედავად ამისა ჩვენს მიღწევებს სამინისტრო არ წარმოაჩენს, ხოლო სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომების გამართლებას დელტას ბრალეულობაში ეძებს. ჩემი გათავისუფლების ბრძანების გამოსვლის დღიდან დელტაში შემოსულია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სამხედრო პოლიცია, თუმცა დღემდე მათ ვერ მოახერხეს დაედოთ დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა მინისტრის ბრძანებას. ხაზს ვუსვამ, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომელზეც ისაუბრა მინისტრმა დღემდე არ არის გაგზავნილი დელტაში. აქედან გამომდინარე მინისტრის განცხადება არა მხოლოდ შეუსაბამოა კანონთან არამედ ეწინააღმდეგება მისი 17-18 მაისს გაკეთებულ განცხადებებს, რომ 15 მაისის სეტყვით გამოწვეული ზარალის მიზეზები რამდენიმე დღეში სრულად იქნებოდა გამოკვლეული, ხოლო მას შემდეგ რაც დადგინდებოდა ჩემი უდანაშაულობა მომეცემოდა მუშაობის გაგრძელების საშუალება. გენერალურმა ინსპექციამ უგულვებელყო, 15 მაისის სეტყვასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია, და ნაცვლად სამართლიანი დასკვნის შედგენისა დაიწყო მინისტრის გადაწყვეტილების გასამართლებელი მიზეზების ძიება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩემს განთავისუფლებაში მინისტრის პირად დაინტერესებას და მოკვლევის მიკერძოებულობას. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიუკერძოებელი და ობიექტური შესწავლის მიზნით, ვთხოვ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საკითხით დაინტერესებას და მზადყოფნას გამოვთქვამ სრული ინფორმაცია მივაწოდო შესაბამის მიუკერძოებელ სტრუქტურებს, როგორც კონკრეტულად 15 მაისის სეტყვის პროცესთან დაკავშირებით ასევე მთელი სისტემის შექმნასა და ოპერირებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ძოძუაშვილის განცხადებაში.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)