|
2015-03-02 12:37:24, 949 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ახალი პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“ დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებისთვის ახალი პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“ დაიწყო. პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. კონკურში მონაწილეობის სურვილი 70-მდე ყოფილმა პატიმარმა გამოთქვა. მათ პირველადი გასაუბრება ბიზნეს იდეების შესახებ სპეციალურად შექმნილ საგრანტო კომიტეტთან გაიარეს, სადაც სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები ერთიანდებიან. ინდივიდუალური ბიზნესიდეის დაფინანსება შესაძლებელია 500-დან 6 000 ლარის ოდენობით. ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში კი დაფინანსება 12 000-დან 15 000 ლარამდეა შესაძლებელი. ბენეფიციარების ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა (მესაქონლეობა, მებოსტნეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა); წარმოება (თონე, ტანსაცმლის შეკერვა, სახაჭაპურე, მეტალო-პლასტმასის წარმოება, თექა) და მომსახურება (კაფე, ჭრა-კერვა, კომპიუტერების შეკეთება, ავტო-სკოლა, თეთრეულის სამრეცხაო). საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდა 40 აპლიკანტი. მათ ჩაუტარდებათ ორდღიანი ბიზნესტრენინგი, შეისწავლიან ბიზნესგეგმის დაწერის მეთოდს და მიიღებენ კონსულტაციას როგორც ბიზნესსაქმიანობის, ასევე სამართლებრივ საკითხებზე. ჯამში ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დასაფინანსებლად იუსტიციის სამინისტროს მიერ საგრანტო პროექტში გამოყოფილია ფონდი 56 000 ლარის ოდენობით. პროექტის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)