06:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 12:14:01, 920 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე: აეროპორტში ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება

ახალი ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის  დღევანდელ ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, დამატებითი ტერმინალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. 

"კიდევ ერთი დამატებითი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯება ამ ყველაფერში. თქვენ ხედავთ, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია",- განაცხადა კალაძემ. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მშენებლობის პროცესში სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამასთან, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ვითარდება.

2017 წლის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი ტერმინალი მოემსახურება, ტერმინალს საფუძველი პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრთან და "ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტთან ერთად ჩაუყარა. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2015 წელს 1,800 00 გადააჭარბა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics