|
2016-06-27 12:02:20, 604 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით განცხადებები 8 ოქტომბრამდე საინტერესო არაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მტკიცებით, ჟურნალისტებთან ამ ფორმატში შეხვედრა ბოლო არ იქნება. ამასთან, როგორც ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, იქნება თუ არა მომავალ მთავრობაში, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. „აბსოლუტურად დარწუმენით მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩვენი ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში. 100%-იანი გარანტიით, ასეთი შეხვედრა კიდევ ექნება,ხოლო სხვა ფორმატებში კიდევ უფრო მეტი შეხვედრა იქნება. რაც შეეხება ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში, ეს მთლიანად გადასაწყვეტია ქართველი ამომრჩევლების. არც ერთი მთავრობა არ მოდის თავისით. დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, გავაგრძელო ის საქმე, რომელსაც ვფიქრობ, არაუშავს წარმატებით ვაკეთებდი და სადაც ბევრი გეგმა გვაქვს. განსხვავებით ერთი წლისგან, როდესაც მე მოვედი თავდაცვის სამინისტროში, დეტალებში ვიცი, სად რა ტკივა ჯარს, როგორ უნდა ვუმკურნალოთ, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო იყოს“, - აღნიშნა ხიდაშელმა. რაც შეეხება „ექსპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადება, ხიდაშელი ამბობს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და 8 ოქტომბრამდე ეს მისთვის საინტერესო საერთოდ არაა. „რაც შეეხება ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, არ ვიცი და სიმართლე გითხრათ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე, ეს პროცესი ჩემთვის არაა საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა, რა მოხდება არჩევნებზე“, - განაცხადა ხიდაშელმა. ცნობისთვის, „ექსპრსნიუსის“ ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადება. გენერალ-მაიორი კობალაძე, მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამ ხნის განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე- ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით. კერძოდ, აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. უფრო მეტიც, სამი თვის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ავღანეთს ეწვია და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა. აღნიშნული ლექსიკონის დაბეჭდვა თვითონ შეუკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 1000 ცალი წიგნი დაბეჭდა. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში კობალაძე თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ. უცნობია პრემიერ-მინისტრის პოზიცია, დანიშნავს თუ არა კობალაძეს თავდაცვის მინისტრად, თუმცა „ექსპრესნიუსს“ უტყუარი ინფორმაცია აქვს, რომ თავად კობალაძეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა სურს და ამისთვის აქტიურად ემზადება.
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)