|
2016-06-27 10:31:57, 1520 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს
თავდაცვის სამინისტრო დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოაწერა. "უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ, დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს, ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზირისთ ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში. ეს არ გამოვიდა, თუმცა ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან.ფორმა არის ასეთი, რომ ჩვენ მივმართავთ მთავრობას ყოველი გაწვევის წინ, რომ გვჭირდება ამდენი სამხედრო მოსამსახურე და შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან ხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც თავდაცვის სამინისტროში გადიან სამსახურს. დღეს მე ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და აღარ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. ნებისმიერ ჩემს შემდგომ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები",- აღნიშნა ხიდაშელმა. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახრციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათზე არ ვრცელდება.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)