|
2016-06-25 17:27:32, 988 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პირველ ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება, რომელიც 25-26 ივნისს, პეკინში იმართება. საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, მმართველთა საბჭომ კორეის რესპუბლიკის მხრიდან მმართველი, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრი იოო ილ ჰო (Yoo Il Ho) საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, არჩეულია გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრი, მმართველი გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჯორჯ ოსბორნი (George Osborne). საქართველოს მხრიდან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველი ნოდარ ხადური ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) შეხვედრას გამართავს, რომელზეც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე ისაუბრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)