06:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 15:30:38, 1062 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერმა აბაშელებს საინტერესო ბიზნსპროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმო "ვესტ ჯორჯიან ბეიკერი“  დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ინვესტიციის  ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.

გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა საწარმოს დირექტორმა ვახტანგ  პატარაიამ გაუწია. მისი განმარტებით, კომპანია სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს.

საწარმოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა აბაშელებს მხარდაჭერა აღუთქვა  ყველა საინტერესო ბიზნსპროექტის განხორციელებაში. მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics