04:48 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 11:42:08, 610 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ გამოფენა „მე ვხედავ თითებით" დაათვალიერა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ეწვია და გამოფენა „მე ვხედავ თითებით" გახსნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხედველობადაქვეითებული და უსინათლო ადამიანებისთვისაა შექმნილი. პროექტის მიზანი, მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების კულტურულ-შემოქმედებით პროცესებში ინტეგრაციაა.

მაკა ჩიჩუას გამოფენის ორგანიზატორმა, ცნობილმა მხატვარმა ქეთევან მატაბელმა უმასპინძლა. პირველი ლედი გამოფენის მონაწილე ხელოვანებს ნაშრომების შესახებ გაესაუბრა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ქეთი მატაბელმა გაუკეთა ორგანიზება ამ შესანიშნავ პროექტს და შეკრიბა საუკეთესო მხატვრები, რომლებმაც უსინათლო ადამაიანებთან ერთად, შექმნეს მათთვის ადაპტირებული გამოფენა. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა, შეუძლებელია გადმოსცე სიტყვებით ეს ემოცია. ეს გამოფენა უნდა დაათვალიეროთ, შეეხოთ, იგრძნოთ და შეიქმნათ შთაბეჭდილება. შემდეგ კი მიხვდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ამ ადამიანებს, რომლებიც თითებით ხედავენ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის დანახვა შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ",- აღნიშნა პირველმა ლედიმ.

გამოფენაში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა და მათმა სუდენტებმა, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების, მათ შორის, უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს და სახვითი ხელოვნების ექსკლუზიური ნამუშევრები წარმოადგინეს, რომელთა უმრავლესობა „ვეფხისტყაოსნის" თემაზეა შექმნილი და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics