2016-06-24 17:09:05, 621 ნახვა
საზოგადოება
ხვალ იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს
ხვალ, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის დასრულებასთან დაკავშირებით,იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ამ დრომდე ვერ ისარგებლა აქციით, იუსტიციის სახლი საშაულებას აძლევს გამოიყენოს დარჩენილი დრო და შეცვალოს ძველი პირადობის მოწმობა ახლით. აქცია, რომელიც 17 წლიდან მოქალაქეებისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემას ითვალისწინებს 26 მაისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან