2016-06-24 15:02:30, 1267 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის მერი: „ბრექზითის“ მიუხედავად, ლონდონი აყვავებულ ქალაქად დარჩება
ლონდონი, მიუხედავად „ბრექზითისა“, აყვავებულ ქალაქად დარჩება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის მერმა სადიკ ხანმა განაცხადა.
მისი თქმით, ლონდონი, მიუხედავად ევროკავშირის დატოვების შესახებ მისი ქვეყნის გადაწყვეტილებისა, ყველა ევროპელისთვის ღიაა.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან