|
2016-06-23 23:10:39, 683 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საკრებულოს მაღალჩინოსნებმა სცემეს
თეთრიწყაროს რაიონში "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ამის ინფორმაციას „სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს“ იურისტი და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე ავრცელებს. "თეთრიწყაროში როგორც ჩანს, "ქოციონალური" და "ნაციონალური" სიტუაციაა იმიტომ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძემ, მისმა მოადგილემ, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ და კიდევ ერთმა წევრმა ,ერთ-ერთი სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხულიგნურად, გამომწვევად მოახერხეს პროვოკაციის მოწყობა და განახორციელეს თავდასხმა პატრიოტთა ალიანსის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეზე ნუგზარ ლიპარტელიანზე. ასევე მისი შტაბის ორ წევრზე. საკრებულოს მაღალჩინოსნები მთვრალები, წამოეწივნენ მანქანით, შეაჩერეს, სიგარეტის ნამწვი ესროლეს, გააჩერებინეს და მოხდა თავდასხმა მათზე." - განაცხადა ტუსკაძემ. იურისტი და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე, რომელიც ცესკო-ში რეგისტრირებულ ადგილობრივ მეთვალყურე ორგანიზაციას წარმოადგენს აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც პარლამენტმა წინასაარჩევნო პერიოდში ეთიკის წესები განსაზღვრა, მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. რაც შეეხება მომხდარის მიზეზს. ტუსკაძე ამბობს, რომ საკრებულოს მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკურია, ვინაიდან მისი ინფორმაციით, საკრებულოს მაღალჩინოსნების გარიზიანება პატრიოტთა ალიანსის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან საბიუჯეტო ხარჯების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია გახდა: "იმის გამო, რომ რამოდენიმე დღის უკან, "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოითხვა საჯარო ინფორმაციის სახით საბიუჯეტო ხარჯები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის და სწორედ ეს გახდა მიზეზი. ისეთი რაღაცეები აღმოჩნდა იქ, რომ ვითომ ამ სოფელში ეს გაკეთდა, ის გაკეთდა. ამ ყველაფრის შესახებ ხომ იცოდნენ მათ ამიტომ მოხდა ასეთი რაღაც. სწორედ ეს წაუყენეს ცემის მიზეზად, რომ მათ არ უნდა გამოეთხოვათ ინფორმაცია,მ არ უნდა დაინტერესებულიყვნენ იმით, თუ რას ხარჯავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა. ცემა მოხდა იმის გამო, რომ ისინი ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ არიან დღეს და აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას ეწევიან და ეს იყო მიზეზი. ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტმა გუშინაც მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნდა იყოს დასჯადი აგრესია, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ადგილობრივ ლიდერებს ეს ეტყობა არ სმენიათ, ან არ უნდათ შეისმინონ. საკრებულოს თავმჯდომარე მოჭიდავე ყოფილა, რომელსაც განათლებაც კი არ აქვს და ანკეტაში პროფესიაში ჩაუწერია- მოჭიდავე." - აცხადებს ტუსკაძე.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)