19:18 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 18:20:01, 568 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პაველ სოლოხს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა. ერთსაათიან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ნატოს ვარშავის სამიტის წინ არსებულ ვითარებას დაეთმო. საქართველოსა და პოლონეთის წარმომადგენლებმა სამიტზე განსახილველ საკითხებსა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვარშავის სამიტის წინ ასეთი მაღალი რანგის სტუმარი გვყავს პოლონეთიდან. პრაქტიკულად, ყველა საკითხი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლონეთთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხს - უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ეს ურთიერთობა ძალიან ღრმა და ფართოა, ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. პოლონეთი სამიტის მასპინძელი ქვეყანაა, მოგეხსენებათ ის ისედაც აქტიურია, საქართველოს თხოვნების, მოთხოვნების, საქართველოს პოზიციების ცალსახად მხარდამჭერია. ბუნებრივია, ჩვენც ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავაცნოთ მათ ყოველი სიტყვა და წინადადება, რომელიც გვინდა აისახოს ვარშავის სამიტის საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტებში, იმისათვის, რომ სამიტის დასრულების შემდეგ მოგვეცეს კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დეტალებზე. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებს მართავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics