|
2016-06-23 17:05:34, 1873 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და პაველ სოლოხმა შეხვედრაზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელის პაველ სოლოხის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა ინტენსიურად და ძალიან წარმატებულად ვითარდება და უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა ამის კიდევ ერთი დასტურია. „ვიზიტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს და ერთმანეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას ეფუძნება. 2008 წელს პოლონეთის ხელისუფლების ქმედება ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. სულ ცოტა ხანში ყველა ამ საკითხზე ვარშავის ნატო-ს სამიტზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა პაველ სოლოხმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსისაკენ სწრაფვას. „ვფიქრობ, რომ ალიანსის ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც საქართველოა იმსახურებს ნატო-ს წევრობას და უახლოეს სამიტზე ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ წამოვწევთ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამ ორი მიზნის მიღწევა დადებითად აისახება, როგორც პოლონეთის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე, ასევე, მთლიანად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობა, მათ შორის, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა პაველ სოლოხმა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე პაველ სოლოხი ქართველ კოლეგას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს შეხვდა. როგორც ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, საქართველოს და პოლონეთის ეროვნული უშიშროების სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. „ორი წელია ჩვენს სტურქტურებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ეს ძალიან კარგი მესიჯია საქართველოსთვის ვარშავის სამიტის წინ და უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სწორედ პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი და მისი მხარდაჭერა", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)