|
2016-06-23 16:08:14, 4087 ნახვა
კულტურა
გიორგაძე: შეფერხებები ჩვენზე ბევრად დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებში ხდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ maroon 5-ის კონცერტის წინ არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარვეზები ბევრად უფრო დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებშიც კი არსებობს. თუმცა, გიორგაძე მას მაინც პოზიტიურ გამოცდილებად განიხილავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მომავალში კერძო სექტორი უფრო მეტად მოემზადება: "ბათუმში ჯგუფ maroon 5-ის კონცერტის წინა დღეებში, ერთდროულად ძალიან დიდი მასის ადამიანების ჩასვლისთანავე, რიგებთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები შეიქმნა. რიგები იყო ასევე კვების ობიექტებთან, თუმცა მე პირადად, ამას პოზიტიურ გამოცდილებად განვიხილავ, ეს ის გამოცდილებაა, რომლის საფუძველზე, ყოველ მომდევნო ჯერზე კერძო სექტორი კიდევ უფრო მეტად მოემზადება. გარწმუნებთ, მე თავად ვარ მომსწრე, რომ საზღვარგარეთ ბევრად უფრო დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებში, გარკვეული შეფერხებები ხდება, იგივე რიგებთან დაკავშირებით. გულუბრყვილობა იქნებოდა მოლოდინი გვქონოდა, რომ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. ამ მასშტაბის ღონისძიება, ვიზიტორების მოზღვავება, ბათუმში პრაქტიკულად პირველად მოხდა", - განაცხადა გიორგაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)