|
2016-06-23 15:55:26, 468 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: მერაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე შავით თეთრზე წერია, რომ მისი პატიმრობა კანონიერი იყო
ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მისი პატიმრობა იყო კანონიერი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მერაბიშვილის პატიმრობის კანონიერება, არამედ სხვა პროცედურული საკითხი, რომელიც მის დაკავებას მოჰყვა: „ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მარტივი თემები, ფურცელზე დაწერილი, ადვილად წასაკითხი და ადვილად გასაგები ამბები ამდენ დისკუსიას იწვევს. მათ უმრავლესობას, ვინც აზრს გამოთქვამს, ეზარება წაკითხვა და სხვის ნათქვამზე აკეთებს კომენტარს და შეფასებას. რომ წაგვეკითხა გადაწყვეტილება, ეს კითხვები არ იქნებოდა. პოლიტიკური განცხადებები ჩვენ ამ წლების განმავლობაში ბევრი მოგვისმენია, მათ შორის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამან არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამართლებრივ პროცედურებზე. ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე შავით თეთრზე წერია, რომ მისი პატიმრობა იყო კანონიერი. კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული სხვა პროცედურული საკითხი, რომელიც ამას მოჰყვა. ამიტომ, როდესაც ადამიანის გათავისუფლება -არ გათავისუფლებაზე ხდება აპელირება, ეს შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მაშინ, თუ ადამიანი არის უკანონო პატიმარი. ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ითქვა, რომ ის კანონიერად დააპატიმრეს, ხოლო ის, რომ ფარცხალაძის ეპიზოდი არის სხვაგვარად შეფასებული და ა.შ, ეს არის ცალკე საკითხები, რასაც მისი პატიმრობის კანონიერებასთან არაფერი საერთო არ აქვს. ფარცხალაძის ეპიზოდთან დაკავშირებით უმრავლესობას ცალსახა პოზიცია გვქონდა მაშინაც და იგივე წერია დღესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, ჩვენ მის მთქმელს ვენდობით თუ არ ვენდობით, ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. ეს არ შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, შენი მჯერა, თუ არ მჯერა. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელიც მაშინ წაუყენეს მაშინდელ პროკურორს და აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოძიებული“, -განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)