|
2016-06-23 15:41:21, 1175 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი მოსახლეობას: არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, იყიდეთ ვალუტა მაშინ, როცა გჭირდებათ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს. როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად კურსის გაუფასურება ერთჯერად ტრანზაქციებს უკავშირდება. ქუმსიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არასწორ მოლოდინებს ნუ შეიქმნიან. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული ვითარება ერთჯერადია და კურსი დასტაბილურდება: „მიზეზებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ბაზარს ნამდვილად თვალს ვადევნებთ. ერთი მხრივ, ეს არის ერთჯერადი ტრანზაქციები, ერთჯერადი მოთხოვნები, მეორე მხრივ, მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ჩვეულებრივ მოსახლეობას, ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ, იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ. არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები , რომ რაღაცა განსაკუთრებული მოხდება ერთ, ან სხვა დროს.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით-ყველაზე მაღალ კურსზე როგორც წესი ყიდულობს ხოლმე და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპოტში“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)