00:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 14:54:10, 810 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სისტემაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, არჩევნებზე თავდაცვის სისტემაში სპეცუბნები არ იქნება.

მისივე განმარტებით,  გამონაკლისია მხოლოდ ავღანეთი.

„როდესაც თავდაცვის მინისტრად დავინიშნე, სულ 3 დაპირება გავეცი. ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სპეცუბნები აღარ იქნებოდა თავდაცვის ობიექტებში. შემდეგ ჩვენ ვიმუშავეთ ყველა უწყებასთან, რადგან თავდაცვა არ არის ეთადერთი, სადაც სპეცუბნები იქმნება და მივედით იმ შეჯერებულ ვერსიასთან, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. თავდაცვის სისტემაში საერთოდ არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე უფრო სწორი, დემოკრატიული, ცივილიზებული ფორმა, რომელიც ძალიან ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არსებობდა ასეთი პოლიტიკური ნება. ერთადერთი გამონაკლისი არის ავღანეთი, ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არის და გასაგებია ამის მიზეზი. საავადმყოფოში მყოფ პირებთან დაკავშირებით ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის პრინციპი იქნება, როგორც ნებისმიერ სამოქალაქო ვითარებაში ხდება, რომ ადამიანთან სახლში მიდიან და ისე აძლევენ ხმას. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალში მივლენ და იქ მისცემენ ხმას, სხვა ყველა შემთხვევაში თავდაცვის სისტემაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics