|
2016-06-23 12:35:01, 850 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი გერლიანზე: გამოსაძიებელია, როგორ მოხდა მისი საქართველოში შემოსვლის ხელშეწყობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავებას ეხმაურება. კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ეფექტური ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, გამოსაძიებელია, როგორ და ვისი ხელშეწყობით შემოვიდა სავარაუდო დამნაშავე საქართველოში: „მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს ეფექტური ღონისძიებისთვის, როდესაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია, რომ ძალიან ეფექტურად 3 დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად მთელი სამინისტრო მუშაობდა განუწყვეტელ რეჟიმში. ძალიან ეფექტური ღონისძიების შედეგად მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება, თუმცა სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა სავარაუდო დამნაშავის შემოსვლა,მათ შორის საიდან მოხდა შემოსვლა, როგორ მოხდა ამის ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულ დავით გერლიანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)