03:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 11:49:35, 670 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 22 წლისაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წელი გავიდა - აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მ

თავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ სამსახურის პროფესიონალიზმი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან.

"ძალიან საამაყოა, რომ ეს სამსახური ჩამოყალიბდა სტრუქტურად, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას. მართლაცდა საამაყოა, რომ ამ სამსახურის პროფესიონალიზმი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან, რაც არაერთხელ აღნიშნულა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სტუმრების მხრიდან, თუ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომლიც წყალობითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ ამ სამსახურით," -განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა წვევამდელებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ სამშობლოს მშვიდობიანი განვითარების საქმეში.

"მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე ახალწვეულებს, ძალიან დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო და აღფრთოვანება გამოვხატო თქვენს მიერ ერთხმად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის გამო და მინდა გისურვოთ ქვეყნის სამსახურში დგომა, უანგარო სამსახური. გისურვებთ უსაფრთხო სამსახურს და თქვენთან ერთად იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყო," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, რაშიც მონაწილეობა მიიღო 104 წვევამდელმა. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებმა იმიტირებული ჩვენებები წარმოადგინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics