|
2016-06-23 11:33:00, 683 ნახვა
საზოგადოება
ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა - საფეხბურთო სამყარო მერვედფინალების მოლოდინშია
ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საფეხბურთო სამყარო მერვედფინალური ეტაპის მოლოდინშია, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას 28 ივნისს გასამართი მატჩი იწვევს. იმ შეხვედრაში ერთმანეთს იტალიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ქაღალდზე ფავორიტად ესპანეთის ნაკრები ითვლება, თუმცა იტალია ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა. შესაბამისად ფავორიტიც უშუალოდ მატჩის დროს გამოვლინდება. გუშინ დარჩენილი ორი ჯგუფის - E და F ჯგუფის შეხვედრები გაიმართა და, შესაბამისად ყველა მერვედფინალური წყვილი გამოვლინდა. გუშინდელ შეხვედრიდან განსაკუთრებულად სანახაობრივი ურუგვაისა და პორტუგალიის დაპირისპირება გამოდგა. ურუგვაელები სამჯერ იგებდნენ, თუმცა სამჯერვე მოახერხა პორტუგალიის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მეგავარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ ბოლოს და ბოლოს გოლის გატანა მაინც მოახერხა, ამ შეხვედრაში მან დუბლი გაიფორმა. პორტუგალიამ 3 ქულა დააგროვა და ბრძოლას მომდევნო ეტაპზე განაგრძობს. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისლანდიამ ავსტრიის დამარცხება შეძლო, ანგარიშით 2-1. E ჯგუფის შეხვედრებიდან საინტერესო გამოდგა შვედეთისა და ბელგიის მატჩი. მატჩი ბელგიის გამარჯვებით დასრულდა 0-1. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ირლანდიამ უმოტივაციო იტალია მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ჯგუფში პირველი ადგილზე იტალია გავიდა, ამის მიუხედავად მას მეტოქედ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ერგო. მერვედფინალში გასული ნაკრებების სრული ნუსხა ასე გამოიყურება: საფრანგეთი, შვეიცარია, უელსი, ინგლისი, სლოვაკეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩრდ.ირლანდია, ხორვატია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია, უნგრეთი, ისლანდია და პორტუგალია. ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალური შეხვედრები 25, 26 და 27 ივნისს გაიმართება. ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატმა სტარტი 10 ივნისს აიღო და 10 ივლისს ფინალური შეხვედრით დაიხურება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)