2016-06-23 10:41:23, 681 ნახვა
საზოგადოება
ლომისობის დღესასწაულზე 80 ადამიანი დაშავდა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 80 დაზარალებულს გაუწიეს დახმარება.
ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველები რთული რელიეფის გამო დაშავდნენ. დღესასწაულთან დაკავშირებით 60 მაშველი, პრევენციის მიზნით, სოფელში დილის ექვსი საათიდან იყო მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეების დასახმარებლად მლეთაში დღესასწაულის დამთავრებამდე დარჩნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან