|
2016-06-22 19:48:57, 685 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო პერიოდში ძალადობა 2-დან 5-წლამდე პატიმრობით დაისჯება
სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილების მიზანი წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენციაა. ცვლილებებს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი ხმა არავის მიუცია. ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი – 162 მუხლი, რომლის მიხედვითაც, კინჭისყრის შენობაში, კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონოსძიებების დროს ძალადობა, რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით. ძალადობრივი ქმედება, რომელსაც მოჰყვა პირის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. ხოლო, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, სასჯელის ზომა იქნება 2– დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საარევნო უბნის პერიმეტრზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის გარეშე პოლიციის ყოფნას და არა საკუთრივ კერნჭისყრის შენობაში, თუ კი ადგილი ექნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. ცვლილებების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)