2016-06-22 17:47:42, 697 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი მუშა დაშავდა
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, აფეთქება მოხდა. მუშები ტრანსფორმატორზე ძაბვას ანაწილებდნენ, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად, ზედაპირული დამწვრობა მიიღო ორმა მუშამ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ბრიგადა, რომელიც ვითარებას სწავლობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან