06:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 16:55:20, 925 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალგაზრდებს, რომლებმაც „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით გაიარეს სტაჟირება სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, სერტიფიკატები გადასცა.

მინისტრმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიღებული ცოდნა, მათ გამოადგებათ შემდგომ საქმიანობაში.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდების სახით, რომლებსაც მიღებული ექნებათ შესაბამისი გამოცდილება, ქვეყანას კვალიფიციური კადრები ეყოლება.

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო სტაჟიორთა 4 ნაკადი.

სამინისტროს სისტემის მასშტაბით, სულ, სტაჟირება გაიარა 389 სტაჟიორმა. 2016 წლის მაისიდან, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-4 ნაკადი, რომლის ფარგლებში, სტაჟირება წარმატებით დაასრულა 58 ახალგაზრდამ, ხოლო პროგრამის გავლას განაგრძობს 17 სტაჟიორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics