|
2016-06-22 13:59:31, 615 ნახვა
რეგიონი
ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. „ბაღების რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. სასწავლო პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები 2 ეტაპად შესრულდა. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ორივე ბაღის ამორტიზებულ კედლებს და ტიხრების. კედლები ბლოკით აშენდა და თაბაშირ-მუყაოს მასალით მოპირკეთდა. დამონტაჟდა ახალი კარ-ფანჯარა, დაიგო იატაკი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სველი წერტილები, სამზარეულო და სასადილო ოთახი. ბაღები აღიჭურვა გათბობისა და და სავენტილაციო სისტემებით, გამოიცვალა კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ფონდმა ეზოების კეთილმოწყობისა და შენობების მოპირკეთების სამუშაოებიც განახორციელა. ბაღების რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკმა 900101.60 ლარი გამოყო. სამშენებლო სამუშაოებზე 70 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული. შედეგად ორივე ბაგა-ბაღი, ნაცვლად 250 ბავშვისა, 400 აღსაზრდელის მომსახურეობას შეძლებს“, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)