2016-06-22 13:50:38, 747 ნახვა
საზოგადოება
კრწანისში სავარჯიშო ზონები მოეწყო
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, კრწანისის რაიონში სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ტრენაჟორები მოეწყო ფონიჭალაში - უსინათლოთა დასახლებასა და პოლიციის შენობასთან, ასევე კრწანისის ქუჩაზე არსებულ სკვერში. სავარჯიშო ზონას ყველაზე ხშირად ბავშვები სტუმრობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან