2016-06-22 11:45:43, 504 ნახვა
საზოგადოება
გორგასლის ქუჩაზე ფასადის ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად გამბჯენები ეწყობა
გორგასალის ქ. N23-ში მდებარე ავარიულ შენობაზე, ფასადის ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად, გამბჯენები ეწყობა.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, შენობა კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.
მისი სრული რეაბილიტაციისთვის არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტი მზადდება. წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები კრწანისის რაიონში კიდევ 2 ავარიულ შენობაზე მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან