|
2016-06-22 10:13:40, 515 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები სამაგალითო იყოს
როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული წინსვლის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეული პროგრესი. ამერიკელი კოლეგები აღნიშნავენ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მათ ჰქონდათ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რეფორმების შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და ვიმუშავებთ მათი იმპლემენტაციის საკითხებზე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საქართველოში დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მიზნით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. „როგორც ჩვენი, ისევე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს წინსვლის და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, თბილისში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა. ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)