|
2015-03-01 10:59:59, 2573 ნახვა
სამხედრო
გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში მოტორიზირებული პატრულირება განახორციელა
მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულის ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში მოტორიზირებული პატრულირება განახორციელეს. ქართველმა სამხედროებმა ბაზა „მარმალზე“ გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლა. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარა. ჯარისკაცებს, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდათ. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)