16:37 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 22:07:40, 441 ნახვა

სპეციალური ანონსი
22 ივნისის სპეციალური ანონსი

22 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია - „ნატო-ს ვარშავის სამიტი - გამოწვევები და მოლოდინები” გაიმართება, რომელზეც სიტყვით გამოვლენ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.

22 ივნისს, 10:30 საათზე, Hualing Tbilisi-ში, საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ძიანგსის პროვინციას და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარი გაიმართება, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე ძიანგსის პროვინციის 15 მსხვილი კომპანიისა და 20-მდე საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლები დაესწრებიან. 
საკონტაქტო პირები: ვახტანგ კუპრავა 599 50 10 14; ლელა წიკლაური 577 74 53 53

22 ივნისს, 11:00 საათზე, შსს-ს აკადემიაში კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან. 
მის: გმირ კურსანტთა ქ. #4

22 ივნისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებს შეხვდება.
მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8

22 ივნისს, 11:00 საათზე, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანტისაჰაერო სისტემების განთავსება და საქართველოს ხელისუფლების პასიურობა.
მის: აღმაშენებლის #150, მოძრაობის ცენტრალური ოფისი 

22 ივნისს, 11:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ”ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის” თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. 

22 ივნისს, 12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: „დასაქმების ფორუმის შედეგები“.
მის: აღმაშენებლის N61 (ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს)
საკონტაქტო პირი ნინო ტალახაძე - 595053605

22 ივნისს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

22 ივნისს, 12:00 საათზე, ”პირველის პრესკლუბში” შშმ ბავშვის მშობელი ლელა ჯანაშია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. 
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

22 ივნისს, 12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 
ქუთაისი, პარლამენტი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

22 ივნისს, 12:30 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პარლამენტი, ოთახი N306

22 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

22 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება. 

22 ივნისს, 14:00 საათზე, კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. 
მის: გუდიაშვილის ქ. N7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი

22 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ალექსანდრე პავლოვის ნამუშევრეის პერსონალური გამოფენა - „შორეული ხეტიალიდან დაბრუნებისას“ გაიხსნება.
მის.: ლადო გუდიაშვილის ქ. #1

22 ივნისს, 19:00 საათზე,“ მზიურის“ ამფითეატრზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ბოშები“ გაიმართება, რომელშიც „აზდაკის ბაღის“ დასის სპეციალური საჭიროების მქონე და მოხალისე მსახიობები მონაწილეობენ. 

22 ივნისს, 19:00 საათზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ”მან სან კანის” დასრულების შემდეგ, იუმორისტი, გიორგი აფციაური სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. 

22 ივნისს, 20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით მეორე გამოფენა გაიხსნება.
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. #11 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics