|
2016-06-20 17:36:24, 618 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-საქართველოს დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ს მხრიდან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში დემოკრატიის კუთხით მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს . ამერიკული მხარე მიესალმა საქართველოს მიერ დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები თავისუფალი, გამჭირვალე და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობისა და ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით. ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის განვითარების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები დავით ზალკალიანი და დავით დონდუა, ხოლო აშშ-ს მხრიდან - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტ ბერშინსკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ტომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნების საპროკურორო საქმიანობის განვითარების დახმარებისა და ტრენინგის ოფისის ევრაზიის რეგიონული დირექტორი ქეთრინ ნიუკომბი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)