|
2016-06-20 15:09:20, 598 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს არ განიხილავს
გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ იმ საკითხზე მოხდა თუ არა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა, არამედ იმაზე, თუ რატომ არ შეასრულა პროკურატურამ კანონით დაკისრებული ცალსახა ვალდებულება, - ამის აფასებს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში, კახა კოჟორიძე ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება მისი პირადი გადაწყვეტილებით არ დაიწყო. „პირველ რიგში მინდა გავიმეორო საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე გააჟღერა პრეზიდენტის პირადი პოზიცია, რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების კონტექსტში პრეზიდენტი არ განიხილავს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს და ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის მძიმე და დამაზიანებელი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ეს ნამდვილად არის მძიმე გადაწყვეტილება და როგორც ჩვენ ვაცხადებთ, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების“, - აღნიშნა კოჟორიძემ. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მინისტრებიც საუბრობენ იმაზე, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს „რა თქმა უნდა ორი აზრი არ იყო იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავიდან აფიქსირებდა ამ პოზიციას, რომ გამოძიება ჩასატარებელია და ეს ვალდებულება გამომდინარეობდა მაშინ და დღეს მოქმედი კანონმდებლობიდან, რომელშიც პირდაპირ წერია, როდესაც დანაშაულის შემცველი ნიშნების შემცველი ინფორმაცია ვრცელდება, ამაზე პროკურატურამ უნდა მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება. მიმაჩნია, რომ დღეს გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ იმ საკითხზე - მოხდა თუ არა მაშინ მერაბიშვილის გაყვანა, არამედ ასევე იმ საკითხზე, რატომ არ გამოიძია პროკურატურამ, რატომ არ შეასრულა თავის დროზე კანონით დაკისრებული ცალსახა ვალდებულება, რატომ გამოიწვია ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ დღეს სტრასბურგის მხრიდან სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღება”, - განაცხადა კოჟორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)