06:41 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 13:29:44, 673 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში ხორბლის აღება დაიწყო

კახეთის რეგიონში ხორბლის აღება დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს თავთავიანი კულტურების კარგი მოსავალია.

უწყების ცნობით, გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია თავთავიანი კულტურების ნათესი ფართობები. საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტს, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ წნორში  ხორბლის აღების პროცესს დაესწრო და ფერმერებს შეხვდა.

,,ალოობა ტრადიციულად კახეთიდან იწყება. უამინდობის გამო ხორბლის აღება  ცოტა გვიან დაიწყო, მაგრამ ყველა სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის ჯიშთა გამოცდის მიმართულებთ და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. გასულ წლებთან შედარებით, წელს თითქმის გაორმაგებულია როგორც ნათესი ფართობები, ისე მოსავლიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ადგილობრივი წარმოების ხორბლის მაქსიმალურად მაღალი კოეფიციენტი გვქონდეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მოსავლის  შეუფერხებლად აღებისთვის პროცესში აქტიურად არის ჩართული  შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.  თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი - 86 ერთეული  შპს ,,მექანიზატორის“  კომბაინია მობილიზებული.  სამუშაოებში ჩართულია კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.

ხორბლის აღების პროცესს კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics