11:15 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 21:36:51, 1248 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს 7 ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის იარაღი გადამალა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დანა, გრიგალაშვილის მამის კუთვნილ ავტომობილში აღმოაჩინეს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმორბის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, საქმეში არსებული დანა ბრალდებულის მამას ეკუთვნის და დანაშაული ამ დანით ჩადენილი ვერ იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 21 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. უწყების ცნობით, ეს გოგონას ყოფილი შეყვარებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics