|
2016-06-17 21:56:16, 597 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რამსფელდის ფონდის პრეზიდენტსა და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს და Khalilzad Associates-ის პრეზიდენტს ზალმაი მამოზი ხალილზადს უმასპინძლა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობასა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და რამსფელდის ფონდის ეგიდით, თბილისში მიმდინარე კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდსა და ზალმაი მამოზი ხალილზადს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა, და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის შემდეგ, დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გაძლიერებისა და გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტი დონალდ რამსფელდი და Khalilzad Associates-ის პრეზიდენტი ზალმაი მამოზი ხალილზადი ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდნენ. ქვეყნის პირველმა პირმა მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველო მასპინძლობს და უზრუნველყოფს ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდერებისათვის მუდმივ დიალოგსა და ურთიერთობის შესაძლებლობას. „ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო ასეთ გამორჩეულ საზოგადოებას აქ, პრეზიდენტის სასახლეში. მივესალმები დონალდ რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოში აღენიშნათ. მჯერა, რომ აქ გატარებულ დღეებს იმ წარმატებულ პროექტებზე ფიქრსა და მუშაობას მოახმართ, რომელთაც თითოეული თქვენგანი საკუთარ ქვეყნებში ახორციელებთ. შემიძლია აღვნიშნო, რომ რამსფელდის ფონდის კურსდამთავრებულები დიდ როლს ასრულებენ ქართულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, რათა გაეფართოებინათ საქართველოს გზა დემოკრატიისა და ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახისკენ. მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვის მდივანს, ბატონ რამსფელდს და ელჩს, ბატონ ჰალილზადს და გადავცე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც საქართველოს სახელით გადაეცემათ უცხოელებს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს გაწეული მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღებას რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ. 17-19 ივნისს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი და რამსფელდის ფონდი თბილისში ატარებენ კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულ ფორუმს, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება რამსფელდის სტიპენდიის პროგრამის (Rumsfeld Fellowship Program) ეგიდით. ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. ფორუმში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)