|
2016-06-17 15:27:56, 570 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის (Europris) სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს, ჰოლანდიის ქალაქ ზაანდამში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში, საქართველოს მხრიდან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად მიხანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბაქარ ჯიქია მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ორგანიზაციის სრულფასოვანმა წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს სტატუსის შეცვლას ასოცირებული წევრობიდან სრულფასოვან წევრობამდე, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას ანიჭებს. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის: უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების მდგომარეობა დაწესებულებებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამედროვე კომუნიკაციისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენება და სხვა. ამასთან, ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და 2015 წლის საქმიანობის ანგარიში, ასევე, 2016 წლის გეგმა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)