|
2016-06-17 14:05:11, 759 ნახვა
რეგიონი
აქციის მეოთხე დღე - გონიოს მოსახლეობა მიწის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს
ბათუმში, მერიის წინ გონიოს მოსახლეობა უკვე ოთხი დღეა 24-საათიან აქციას მართავს. გონიოს მოსახლეობის მოთხოვნაა, ბათუმის საკრებულომ განიხილოს გონიოს მიწების საკითხი, აქციის მონაწიილები აცხადებენ, რომ ვიდრე საკითხის განხილვა არ მოხდება, ისინი დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეების თქმით, 2010 წელს 271 ოჯახს მიწები უკანონოდ ჩამოართვეს. ითხოვენ, რომ საკრებულომ ამ საკითხზე მუშაობა დაასრულოს. როგორც „ექსპრესნიუსის“ რეპორტიორი ადგილიდან იუწყება აქციის მონაწილეები დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ შესაბამისი ორგანოები მათ კონკრეტულ პასუხს არ გასცემს. "2010 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელმა ხელისუფლებამ ბათილად ცნო გონიოში 271 ოჯახზე გაცემული საკუთრების მოწმობები ანუ 271 ოჯახს წაგვარვეს მიწები. ამის შემდეგ ვითხოვთ ჩვენი საკუთრების დაბრუნებას. 2014 წელს აჭარის მთავრობის თავჯდომარემ შექმნა შერეული კომისია, ამ კომისიამ შეისწავლა ეს საკითხი თუ რამდენად კანონიერად იყო ეს მიწები ჩამორთმეული და დადო შესაბამისი დასკვნა, რომელიც წარედგინა საკრებულოს. იგი უფლება მოსილია განიხილოს ეს საკითხი. მიმდინარეობს უკვე წელიწადნახევარია ადმინისტრაციული წარმოება და შედეგები ჯერ არ არის. ადმინისტრაციული წარმოება არ შეიძლება გაგრძელდეს მუდმივად უკვე გავიდა 19 თვე ამიტომ მოვთხოვეთ საკრებულოს გამოეცა აღჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართებლივი აქტი ამ საკითხთან დაკავშირებით. დაეხურა ადმინისტარციული წარმოება, დაედო და მიეღო საერთო გადაწყვეტილება. ვინაიდან ვერ შევთანხმდით. სამშაბათს დავიწყეთ 24 სათიანი აქცია და მანამ სანამ საკრებულო არ განიხილავს ამ საკითხს და არ გამოცემს სამართებლივ აქტს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა საკრებულოს წევრთან ირაკლი მიქელაძესთან და მიწის აღიარების კომიისის თავჯდომარე ლევან კინწურაშვილთან მათ გვითხრეს, რომ რამოდენიმე დღეში იქნებოდა გამოტანილი მაგრამ ვინაიდან ნდობა არის ძალიან დაბალი გადავწყვიტეთ აქცია გავაგრძელოთ იქამდე, სანამ არ მიიღებს ადმინისტრაციულ აქტს. შეგვპირდნენ, რომ კომისია სამშაბათს აუცილებლად დასრულებს მუშაობას“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ენვერ ირემაძე. ხვიჩა მამულაძე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)