00:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 13:32:25, 604 ნახვა

საზოგადოება
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა თბილისშიც დაიწყო

პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა თბილისშიც დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი სამშობიარო სახლებში არსებულ სერვისებსა და პირობებს შეაფასებს. მონიტორინგის დასრულების შემდეგ კი, დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭებათ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დღეს სამშობიარო სახლ „ჰერაში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მინისტრის მოადგილემ დაწესებულებაში არსებული სერვისები ადგილზე შეაფასა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,  რაც გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულიოსხმობს. 

ჯანდაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა  2015 წლის 1 მაისიდან იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში დაიწყო.

დაწესებულებები დონეებად შემდეგნაერად იყოფა:

I დონის დაწესებულება - უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა/მშობიარობის და ჯანმრთელი, დროული ახალშობილის მართვას.

II დონის დაწესებულება - უზრუნველყოფს მაღალი დონის სამეანო მოვლას როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულობასა და მშობიარობის შემთხვევაში.

III დონის დაწესებულება - უზრუნველყოფს მაღალსპეციალიზირებულ სამშობიარო მომსახურებას და აქვს რესურსი მართოს ორსულობისა და მშობიარობის მძიმე გართულებები, რომლებიც მოითხოვს კონპლექსურ მართვას. III დონის ნეონატოლოგიური დაწესებულება უზრუნველყოფს ინტენსიურ ნეონატალურ მოვლას მძიმე პათოლოგიების მქონე ახალშობილებისთვის.

რეგიონალიზაციის დონის შესაბამისობის მოწმობა 1 წლის ვადით გაიცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics