|
2016-06-16 19:23:52, 1354 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის სასამართლომ 3 რუს გულშემატკივარს არეულობაში მონაწილეობისთვის 1-დან 2.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საფრანგეთის სასამართლომ 3 რუს გულშემატკივარს მარსელსი არეულობაში მონაწილეობისთვის 1-დან 2.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. როგორც მედია საშუალება წერს, ნიკოლაი მოროზოვს, ალექსეი იერუნოვსა და სერგეი გორბაჩოვს 12, 18 და 24 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღნიშნული პირები, სამართალდამცველებმა 14 ივნისს დააკავეს. ისინი იმ 43 გულშემატკივარს შორის იყვნენ, რომლებიც არეულობაში მონაწილეობდნენ. ამასთან, საფრანგეთის ხელისუფებამ ქვეყნიდან რუსი გულშემატკივრების გაერთიანების ხელმძღვანელი ალექსანდრ შპრიგინი გააძევა. მასთან ერთად საფრანგეთიდან რუსეთის კიდევ 20 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ცნობისთვის, რუსი გულშემატკივრების დაკავების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს და მას პროტესტი გამოუცხადეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, არკადი დვორკოვიჩის თქმით, რუსული მხარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის “შავ სიას” ამზადებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ მარსელში ფეხბურთის ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)