21:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 16:34:37, 860 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზუგდიდში „ნიკორას“ მაღაზიის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიკა ლ. ყაჩაღობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს ნიღბიანი ნიკა ლ. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შპს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, 205 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა ნიკა ლ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღაბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics