|
2016-06-16 12:44:42, 957 ნახვა
ეკონომიკა
"გალტ & თაგარტმა" საქართველოში პირველად დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების კონგრესს უმასპინძლა
სს "გალტ & თაგარტის" მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ობლიგაციების შესახებ დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების რიგით მე-13 საერთაშორისო კონგრესი მოეწყო. კომპანია Cbonds-ის კონგრესი ობლიგაციების შესახებ წარმოადგენს წამყვან ღონისძიებას, სადაც განიხილება ობლიგაციების საშინაო ბაზრების განვითარების საკითხი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნებში. ასევე, განვითარებადი ბაზრების ევროობლიგაციების ბაზრების საკითხები. "დღევანდელი კონგრესი ეძღვნება ობლიგაციების ბაზრის განვითარებას და საქართველოში ჩვენთვის ცნობილია, რომ გვაქვს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად ობლიგაციების ბაზარზ. ამ ბაზრის განვითარება შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ძირითადი მიზანია. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად ამ ბაზრის ხელშეწყობისათვის. ძალიან მალე საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება კორპორატიული ობლიგაციებით გახდება ისეთივე უსაფრთხო, როგორიც არის მთავრობის ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ეს დამატებით მოიზიდავს ინვესტორებს ამ ბაზარზე", - აღნიშნა ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ მესტვირიშვილმა. გარდა ამისა, კონგრესის მონაწილეები იმსჯელებენ განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციების ბაზრების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა: საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ფინანსური სისტემა და ობლიგაციების ბაზარი, მაკროეკონომიკური განვითარება და საფინანსო ბაზრების პერსპექტივები, ევროობლიგაციების ბაზარი, ინვესტორების დისკუსია, თემატური სექციები ცალკეული ქვეყნების მიხედვით: აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიის ობლიგაციების ბაზრები. "საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში "გალტ & თაგარტი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვთ, გალტ & თაგარტი" აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს, მოახდინონ დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებიდან ფულის მოზიდვის საშუალებით. გალტ & თაგარტმა" წარმატებით მოიზიდა 114 მილიონი ლარში დენომინირებული და 60 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები, ქართული კორპორაციებისთვის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის 2014-2015 წლების განმავლობაში. ბოლოდროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს დსთ-ს, ბალტიის ქვეყნების და კავკასიის კონგრესს ობლიგაციების შესახებ, რომელიც წინა წლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ქართულ სასესხო ბაზრებში და განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას. ასევე ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ, მომავალშიც გაიზრდება", - განაცხადა „გალტ & თაგარტის" სამეთვათვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ. ობლიგაციების შესახებ 2 დღიან კონგრესში 14 სხვადასხვა ქვეყნიდან 200 დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის: ბანკები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები. (R)
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)