13:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 10:41:29, 1242 ნახვა

მსოფლიო
კარასინი: ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდი მძაფრად მიმდინარეობდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინი ჟენევის დისკუსიების 36-ე რაუნდს, რომელიც 14-15 ივნისს გაიმართა, აფასებს როგორც დასაშვებად მძაფრს, რომლის მონაწილეებმა შეძლეს ცალკეულ პრაქტიკულ საკითხებში წინ წაწეულიყვნენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

როგორც კარასინმა განაცხადა, მონაწილეებმა შეძლეს, გაეცვალათ აზრები საზღვრისპირა რეგიონებში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, ამ რეგიონებში სიმშვიდეა, თუ არ იქნება მხედველობაში მიღებული საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართა. 

ლავროვის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ განხილვების დროს დიდი ყურადღება დაუთმო ამ ტრაგიკულ ფაქტს, რომელიც 19 მაისს მოხდა. თუმცა, მისივე თქმით, აფხაზურმა მხარემ მოიყვანა 20 შემთხვევა, როდესაც „ქართველების ხელით აფხაზეთის „მოქალაქეები“ დაიღუპნენ“. 

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის ატმოსფერო შესამჩნევად გაართულა საქართველოს რეზოლუციამ დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომელიც 7 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო გატანილი. მისი თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დადგა დრო, თბილისმა აირჩიოს ამ თემაზე დისკუსიისთვის ფორმატები - გაეროსა თუ ჟენევაში აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისას.

მისივე ინფორმაციით, საკუთარი განცხადებების დასტურად, სხდომის დროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციების ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებმა მოლაპარაკებათა ოთახი დატოვეს, რასაც რუსეთის დელეგაციაც შეუერთდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics