07:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 10:25:08, 618 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: მნიშვნელოვანი და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ გერმანიის კანცლერისგან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველომ გერმანიის კანცლერისგან გამამხნევებელი და მხარდამჭერი გზავნილები მიიღო.

ბაქრაძის თქმით, მოლოდინი პოზიტიურია, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი, გერმანიის მხარდაჭერით გაგრძელდება და დროულად დასრულდება.

"ძალიან მნიშვნელოვანი და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ გერმანიის კანცლერისგან, რაც ერთის მხრივ საქართველოს მიერ სათანადოდ შესრულებულ სამოქმედო გეგმავს, სათანადოდ შესრულებულ ყველა წინა პირობას უკავშირდებოდა და რაც მთავარია გერმანიის სრულ მხარდაჭერას ამ პროცესში. გასაგებია, რომ საკითხი ძალიან კომპლექსურია და გარკვეულ პროცედურებს საჭიროებს, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი დროულად სწორედ გერმანიის მხარდაჭერით გაგრძელდება და დროულად დასრულდება", - განაცხადა ბაქრაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics